ირაკლი ღარიბაშვილმა და რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომაზე საქართველოს გარუსების დაჩქარებული საკანონმდებლო ინიციატივა დაგვიანონსეს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის მინიჭებაზე დადგენილი ცხოვრების 10- წლიანი ცენზის 5 წლამდე ჩამოწევაა გადაწყვეტილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია „გარუსების პოლიტიკას“ ერთიანი ძალისხმევით წინ არ აღუდგება, არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლა დაგვიანებული იქნება.
„ღარიბაშვილმა და რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომაზე დაგვიანონსეს საქართველოს გარუსების დაჩქარებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის მინიჭებაზე დადგენილი ცხოვრების 10 - წლიანი ცენზის 5 წლამდე ჩამოწევაა გადაწყვეტილი. ეს იმისთვის, რომ რუსების ნატურალიზება დაიწყონ და მათ საარჩევნოდ ხმის უფლება მისცენ, რაც, სავარაუდოდ, პუტინის ბარბაროსული რეჟიმის დავალებაა, რომელსაც ივანიშვილის რუსული მთავრობა მორჩილად ასრულებს.
ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით წინ უნდა აღვუდგეთ გარუსების პოლიტიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის არჩევნების, დემოკრატიული, მშვიდობიანი ცვლილებების სიკეთე, რომ არ მოგვეწონება და გადავირჩევთ, მაშინ უკვე შეუძლებელი გახდება“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.