ირაკლი ღარიბაშვილი - ხოშტარიას პროტესტი არ უჩნდება და დისკომფორტი არ ექმნება, რომ რუსული ფული მიიღოს - გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას - მან მიხედოს თავის თავს

არავითარი პროტესტი არ უჩნდება, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან რუსული ფული მიიღოს და გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას. არ მინდა ბევრი ვისაუბრო, ხოშტარიამ მიხედოს თავის თავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარია დაფინანსებას რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს.

„ქალბატონი ხოშტარია, რომლის პარტიას არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია დადიან და ეწევიან დესტრუქციულ საქმიანობას, აყენებენ შეურაცხყოფებს ადამიანებს და, მათ შორის, ჩვენს საამაყო პოლიციელებს და ვითომ ხმალაღებით იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ არჩევანს. საერთოდ მე მინდა უფრო ვრცლად გიპასუხოთ ამ კითხვაზე - ხალხო, კითხვა დაუსვით ამ ადამიანებს, რა გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე რატომ დააგვიანეს, რატომ არ დაიწყეს მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმებაზე, უვიზო რეჟიმზე, თავისუფალ ვაჭრობაზე. სამი წელი დააგვიანეს, მანამდე დაიწყო მოლდოვამ, უკრაინამ და ყველამ და სამი წელი კი არა, სამი დღე, რომ დაგვეგვიანა წარმოგიდგენიათ რამხელა ამბავს ატეხდნენ?! ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი, ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას - არავითარი პროტესტი არ უჩნდება, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან მიიღოს რუსული ფული და გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას. არ მინდა ბევრი ვისაუბრო, ხოშტარიამ მიხედოს თავის თავს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა