პრემიერი - ამტკიცებდნენ, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მოვკალით - მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს, მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაცია ჰგავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილმა ლობისტური კომპანია ქვეყნის წინააღმდეგ კამპანიის საწარმოებლად დაიქირავა.

„რეალურად ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელი ევროპის მასშტაბით არავის ჩაუდენია. დადასტურებულია, რომ ერთი მილიარდი ევროა მოპარული ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილისა და მისი კომპანიების ამ თაღლითური სქემების მეშვეობით. ჩვენ არ მოგვისმენია არავითარი განმარტება, გარდა იმისა, რომ უსუსური მცდელობები ჰქონდათ, რაღაცები ვიღაცებს გადააბრალეს. „ბიბისის“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, მაღალსაიმედო ორგანიზაცია, გამოძიებით და არამხოლოდ, მათ შორის გერმანიის გამოძიებითაც, დადასტურებულია და ჩვენ ამ გამოძიებაში ჩართული ვიყავით. ჩვენი გამოძიება თანამშრომლობდა და ძალიან ბევრი ერთობლივი ღონისძიება ჩავატარეთ, რომ გამოგვეძიებინა ეს თაღლითური სქემები. ათასობით პენსიონერია გაძარცვული თქვენი მფლობელის, კეზერაშვილის მიერ. თქვენი კომპანია და ოპოზიციური არხები ფინანსდებიან მოპარული ფულით, ნაძარცვი ფულით. მანამდე ამ კაცმა გაძარცვა ქართული ჯარი, ბიზნესი დაატერორა მან და სააკაშვილმა და ახლა მთელი ევროპა გაძარცვა. რაც შეეხება კითხვას, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, მანამდეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დროს ამერიკაში ყოფილი ელჩი იაკობაშვილი იყო ჩართული ახალი ლობისტური კომპანიების მოძიებაში. როგორც სააკაშვილმა დაიქირავა ლობისტური კომპანია და ოფიციალურად, მხოლოდ ერთ კომპანიაში, მილიონი დოლარი გადაიხადეს, რომ ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული კამპანია ეწარმოებინათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს, ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი... ეს არ სიამოვნებთ, მე რომ გამოვდივარ საერთაშორისო პლატფორმაზე და ამაზე ვსაუბრობ ღიად. {ვრცელდებოდა ინფორმაცია} თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მოვკალით... მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს. მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის