პრემიერი მოლდოვაში ვიზიტზე - იქ იყო 45 ლიდერი და აქედან შეიძლება 5-6-მა ნახა ზელენსკი, მაქსიმუმ 10-მა და ეს იყო - იქ რიგი არ ყოფილა ზელენსკისთვის ხელის ჩამოსართმევად

იქ იყო 45 ლიდერი და აქედან შეიძლება 5-6-მა ნახა ზელენსკი, მაქსიმუმ 10-მა და ეს იყო. იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მიესალმნენ ის და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს მოლდოვაში გამართულ ფორუმზე.

„ძალიან მარტივად იყო საუბარი. თქვენ, რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ის ყველაფერი, რაც ხდება მედიაში და დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი არ ხდებოდა განსაკუთრებული. იქ იყო 45 ლიდერი და აქედან, შეიძლება, 5-6-მა ნახა ზელენსკი, მაქსიმუმ 10-მა და ეს იყო. იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ ძალიან მარტივად იყო ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე: საშუალება, რომ ჰქონოდა, რას ეტყოდა ის პრეზიდენტ ზელენსკის, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ მიესალმებოდა.

„მივესალმებოდი ჩვეულებრივ. მე საჯაროდ მითქვამს და გავიმეორებ - ჩვენ უკრაინას ვუსურვებთ ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა