ირაკლი ღარიბაშვილი - ქუთაისში პარლამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა

ქუთაისში პარლამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, მუშავდება პროექტი, რომლის პრეზენტაციაც მალე გაიმართება.

„ქუთაისში პარლამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტი ახალგაზრდებისთვის, IT სექტორში მომუშავე ახალგაზრდებისთვის, და არამხოლოდ, ეს უნდა იყოს მულტიფუნქციური, თანამედროვე ტექნოლოგიური ქალაქი, ცენტრი, ადგილი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. ამ პროექტს ვამუშავებთ, პრეზენტაცია ძალიან მალე იქნება“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა