ხატია დეკანოიძე - არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ არის - მოგების გასაღებია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციაში

არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ არის - მოგების გასაღებია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

როგორც დეკანოიძემ განმარტა, არსებობს “ივანიშვილის ქვაბი“, სადაც ივანიშვილი ყველას წარმატებით ხარშავს და მთელი ოპოზიციის “ივანიშვილის ქვაბში“ ჩაყრა გამარჯვების ფორმულა არ იქნება.

დეკანოიძე იმასაც ამბობს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კონსოლიდაცია “ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ვერ მოხდება.

“რწმენა რომ მქონოდა “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ან იმ პროცესების მიმართ, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, პარტიას არ დავტოვებდი. “ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო მყოფი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პარტიის სახელით საუბრობენ და მისი ლიდერები არიან, მაგალითად, თამარ ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე, “სტრატეგია აღმაშენებელი“ - მათი ერთობა “ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამატებით ხმების მატებას არ გამოიწვევს. ეს არის ხმები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და ჩემი აზრით, ეს ორბიტა ცალკე უნდა იყოს. აქეთ მხარეს კი იმ პოლიტიკური ძალების კონსოლიდირება უნდა მოხდეს, ვისაც “ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანება არ უნდა.

“ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ორბიტაზე უნდა იყოს - ნებისმიერი პარტია, რომელიც მას შეუერთდება ხმას ვერ მოუტანს ვერც “ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც საკუთარ ამომრჩეველს ვერ გააერთიანებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტქალაქში," "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა