ხატია დეკანოიძე - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში გერმანიის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია - მათ სურთ გაერკვიონ, რა ვითარებაა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში გერმანიის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია - მათ სურთ გაერკვიონ, რა ვითარებაა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

დეკანოიძის ინფორმაციით, გერმანიას ერთი მხრივ აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის კანდიდატი სტატუსის მიმართ, მაგრამ მეორე მხრივ, 12 პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების გარეშე სტატუსის მიღება ძალიან გაჭირდება.

„განვიხილეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა და ის ძალიან მძიმე დაბრკოლებები, რომელიც ქვეყანას ამ გზაზე აქვს. პირველ რიგში, ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა, ანტიუკრაინული პროპაგანდა და ასევე რუსეთის ფედერაციაზე ძალიან სერიოზული დამოკიდებულება - განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია, რომელსაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს. ასევე განვიხილეთ შესაძლო სცენარები, რა შეიძლება მოჰყვეს იმას თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს და რა შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოში პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდა არის ძალიან მნიშვნელოვანი დაბრკოლება კანდიდატის სტატუსისთვის, ასევე ძალიან კარგად ესმით, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი - მათ შორის არჩევანი, რომელიც დადგება დასავლეთსა და რუსეთს შორის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ყოველდღიურად. ჩვენ ვისაუბრეთ პოლარიზაციაზე, რამ შეიძლება ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას, ვისაუბრეთ იმაზე, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხელს ვერ შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას, ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას პატიმრობასა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასევე, არსებობდა კითხვები ოპოზიციასთან მიმართებაში, რა იქნება ოპოზიციის გეგმა, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ პოლიტიკური ლანდშაფტი იმისთვის, რომ პოლარიზაცია დავამარცხოთ იმისთვის, რომ არჩევნები იყოს ძალიან კონკრეტულად ქართველი ხალხის ნების გამომხატველი“, - განაცხადა დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება