„რუსული ოცნება” ანტიქართული პოლიტიკით, კარს უხურავს ნატოსა და ევროკავშირს და კარს უღებს, „კადიროველებსა" და პუტინს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, “რუსული ოცნების” პოლიტიკის მიზანია, ქართველების ემიგრაციაში გაშვება და ბავშვების მკვლელი პუტინის რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილი პირების საქართველოში შემოშვება.
„ოლიგარქიული ხელისუფლება, ძალაუფლების შესანარჩუნებლად აკეთებს ყველაფერს: ხალხის დამცირებიდან, გაღარიბებიდან დაწყებული და საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურის გამარტივებით დასრულებული.
მათი ინტერესია კორუფცია, ხალხის ფულის მოპარვა, კრიტიკული აზრის ჩახშობა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ვექტორის ჩრდილოეთისაკენ შებრუნება.
„რუსული ოცნების“ მთავარი ამოცანაა საქართველოს რუსეთიზაცია, რაც ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას, ისე ქართველი ხალხის ნებას.
ამიტომ, „რუსული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა, ყოველდღიურ საფრთხეს უქმნის, როგორც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ისე დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და იდენტობას.
არჩევანი მარტივია - ან „რუსული ოცნება“ ან საქართველო, ან ოლიგარქი ან ქართველი ხალხი, ან რუსული ჭაობი ან ევროპული მომავალი.
არსებული მძიმე ვითარების შესაცვლელად, აუცილებელია პოლიტიკური ცვლილებები, რაც შეუძლებელია მთავარი ოპოზიციური და პროდასავლური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.