ანრი ოხანაშვილი - პირველ ჯერზეც დაბარებული იყო პრემიერ-მინისტრი, როცა კანცლერის მხრიდან მტკიცე გზავნილები გაჟღერდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე? - უსამშობლოები არიან, ვინც ასეთ ტერმინებს იყენებენ

პირველ ჯერზეც დაბარებული იყო პრემიერ-მინისტრი, როცა კანცლერის მხრიდან მტკიცე გზავნილები გაჟღერდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე? - უსამშობლოები არიან, ვინც ასეთ ტერმინებს იყენებენ, - ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ნატოს თაობაზე მისი გზავნილების შემდეგ დაიბარეს.

ოხანაშვილის თქმით, ეს არის აბსურდი.

„წარმოუდგენელ ცინიზმს და აბსურდულობას, როგორ შეიძლება უპასუხო, პირველ ჯერზეც დაბარებული იყო პრემიერ-მინისტრი, როცა კანცლერის მხრიდან მტკიცე გზავნილები გაჟღერდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს დაბარებაა? ეს არის, როცა ქვეყანას პატივს არ სცემ, როცა უსამშობლო ხარ და სამშობლო არ გაგაჩნია, შენი ქვეყნის, სამშობლოს უმაღლეს წარმომადგენელ პირთან დაკავშირებით შეგიძლია ასეთი რამ იკადრო. ამიტომ არიან ეს ხალხი უსამშობლოები, ვინც ასეთ ტერმინებს იყენებენ. შეიძლება ცხარედ ვიკამათოთ, დებატები იყოს, ერთმანეთთან მიმართებით გამოვიყენოთ ეპითეტები, მაგრამ როცა ევროინტეგრაციას ეხება საქმე და იმ ქვეყნის კანცლერთან შეხვედრას, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ევროპის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, დაბარებას ეძახი, ეს არის ის, რომ არავითარი ეროვნული ინტერესი არ გაგაჩნია და სახელმწიფოებრიობის განცდა არ გაქვს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს