ვიქტორ ყიფიანმა საქართველოში ვიზიტად მყოფ სლოვაკეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოში „სლავკოვის სამეულის“ - სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეების ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესი და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს. განხილვისას განსაკუთრებით აღინიშნა მეგობარი ქვეყნების მხრიდან საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ განხორციელებული ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ავსტრიის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

დელეგაციის წევრებთან ვიქტორ ყიფიანმა რეგიონული უსაფრთხოების და გეოპოლიტიკური კონიუნქტურის შესახებ ისაუბრა, ხაზი გაუსვა მათ გავლენას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური თვითკმარობის თავისებურებებსა და სპეციფიკაზე და აღნიშნა, რომ, ცხადია, საქართველოსთვის არსებითი იქნება სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა მას არანაკლები მნიშვნელობა ექნება ევროკავშირისათვისაც შექმნილ რეალობაში მისი განახლებული როლისა და ფუნქციის მოსაპოვებლად.

„იმ გეოგრაფიული და ეკონომიკური გარემოს ფონზე, რაც საქართველოს თავის სამეზობლოსთან გააჩნია, კრიტიკულია, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად, ევროკავშირმა შეიმუშაოს სხვადასხვა პროგრამები და მიდგომები, რათა ქართული ეკონომიკა უფრო თვითკმარი და დამოუკიდებელი გახდეს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის