შალვა პაპუაშვილი - კახოვკას ჰესის კაშხლის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, კატასტროფული შედეგებით -  რუსეთმა სისასტიკე უნდა შეწყვიტოს

კახოვკას ჰესის კაშხლის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, რუსეთმა „სისასტიკე უნდა შეწყვიტოს“.

“დნიპროზე, კახოვკას ჰესის კაშხლის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით. რუსეთმა სისასტიკე უნდა შეწყვიტოს, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია და უარყოფითი გავლენა აქვს ყველაზე რეგიონში და მის მიღმა. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და სხვებს, ვისაც გავლენის ეფექტური ინსტრუმენტები გააჩნიათ, უფრო აქტიურად ჩართონ ამ კატასტროფის დასასრულებლად,” - წერს პაპუაშვილი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა