გია ვოლსკი - არ მგონია, რომელიმე თავმოყვარე პოლიტიკოსი ან პარტია ლევან ხაბეიშვილის დაძახილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიცუნცულდეს

არ მგონია, რომელიმე თავმოყვარე პოლიტიკოსი, პარტია ლევან ხაბეიშვილის დაძახილზე “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიცუნცულდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ხაბეიშვილსა და “მის პატრონებს“ მხოლოდ რევოლუციური გეგმები გააჩნიათ.

“თავად უნდა წარმოადგენდეს რამეს - უნდა გქონდეს პროგრამა, უნდა გქონდეს რესურსი, ინტელექტი, ხედვა და არ უნდა იყო იმ ადამიანების ჭაობში ჩაფლული, რომელთაც ათასობით ოჯახის მიმართ საკმაოდ დიდი ცოდვები აწევთ.

პარტია, რომელსაც დავით კეზერაშვილი აფინანსებს და რომლის იდეოლოგი არის ვანო მერაბიშვილი, იგივე ამპლუაში დაბრუნდება სურს - ის იგივეს გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია