გია ვოლსკი - არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ვადების შემცირება საკმარისია, რომ საქართველოსთან დაკავშირებულმა ადამიანმა მიიღოს მოქალაქეობა - კანონს გამარტივება სჭირდება

გამარტივება სჭირდება კანონს და არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ვადების შემცირება საკმარისია, რომ საქართველოსთან დაკავშირებულმა ადამიანმა მიიღოს მოქალაქეობა - ამ თემაზე ილაპარაკა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების თაობაზე ინიციატივას.

ვოლსკის თქმით, ეს ინიციატივა დაკავშირებული არ არის რუსეთის მოქალაქეებთან და ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, რათა დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.

"ბევრი ადამიანია, ვინც საქართველოდან არის წასული და არა მარტო რუსეთის ფედერაციაში. ეს არ არის არანაირად დამოკიდებული რუსეთის ფედერაციის ან იქიდან წამოსული საზოგადოების ინტერესებზე, ეს არის ჩვენი თანამემამულეების ინტერესი. მე თვითონ შემიძლია მოვიყვანო მაგალითი, ბულგარეთიდან ჩამოვიდა ოჯახი, კარგად ოცის ქართული ენა, თუმცა, ისტორიის და კანონმდებლობის შესაბამისი ცოდნა არ აქვს.

ოპოზიცია არ შეიძლება ეწოდოს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც სულ ფიქრობს, როგორ შეარყიოს სიტუაცია საკუთარ ქვეყანაში. რევოლუციური კომიტეტი ჩამოყალიბდა და ნებისმიერ საკითხზე ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც არა თუ რეალობას არ შეესაბამება, არამედ დაჯერების შემთხვევაში შეიძლება გამოდგეს იმის საწინდარი, რომ შეცდომაში შეყვანილმა ადამიანების ჯგუფმა ან დაინტერესებულმა ადამიანების ჯგუფმა მოაწყოს არამარტო საპროტესტო აქცია, არამედ ისეთი დაპირისპირების განვითარებას შეუწყოს ხელი, რომელშიც მოლოტოვის კოქტეილები იქნება გამოყენებული. ეს არის მთავარი მიზეზი იმ ტყუილების, რასაც ვუსმენთ ოპონენტებისგან. გამარტივება ჭირდება ამ კანონს და არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ვადების შემცირება საკმარისია, რომ ქართველმა ადამიანმა, ან საქართველოში დაბადებულმა ან საქართველოსთან დაკავშირებულმა ადამიანმა, ამ ქვეყნის პატრიოტმა მიიღოს მოქალაქეობა. ამ თემაზე ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილმაც დიასპორასთან შეხვედრის დროს. გამოცდები არის ძალიან მკაცრი, ვფიქრობ უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ გარკვეული პირობები უნდა იყოს აუცილებლად დაცული, რომ ადამიანმა ქართული ენა გარკვეული დოზით მაინც უნდა იცოდეს, იცნობდეს მის ისტორიას, აღიარებდეს მის ტერიტორიულ მთლიანობას და დამოკიდებულება მისი ქვეყნის მიმართ უნდა იყოს შეგნებით პოზიტიური", - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის