გია ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის  პოლიტიკურ მრჩევლებს  შეხვდა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკურ მრჩევლებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკურ მრჩევლებს შორის გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განხილვის მთავარი თემა იყო.

„განვიხილეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები და პერსპექტივა, თუ როგორ შეიძლება განახლდეს მოლაპარაკებები კონფლიქტების ტრანსფორმაციის საკითხებზე", - განაცხადა ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა