აკია ბარბაქაძე - რუსეთი უკვე გაიყინა, მათ არ შეუძლიათ განავითარონ შეტევითი ოპერაციები

რუსეთის სამხედრო მანქანის ძლიერების მითი განადგურებულია, რუსეთი შეშინებულია და დროის მოგების მიზნით, თვითონ ანგრევს ზღუდეებს, - ამის შესახებ პარტია „რუსთაველის გზის“ ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებულ აფეთქებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჰააგის ტრიბუნალის პაციენტია.

„რუსეთი უკვე გაიყინა, მათ არ შეუძლიათ განავითარონ შეტევითი ოპერაციები. რუსეთის რესურსები მილევადია, ის დარჩენილია სტრატეგიული პარტნიორების გარეშე, მარტოა ამ ომში. მთელი მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. მსოფლიოს ყველანაირი შეფასება აქვს გაკეთებული - პუტინი არის ჰააგის ტრიბუნალის პაციენტი. ბუჩასა და ირპენის მომწყობი უკრაინის კანონიერ ხელისუფლებას ნაცისტებს ეძახის.

რუსეთის სამხედრო მანქანის ძლიერების მითი განადგურებულია, რუსეთი შეშინებულია და დროის მოგების მიზნით თვითონ ანგრევს ზღუდეებს. ფაქტობრივად, ყირიმის დათმობაზე მიდიან, იმისათვის, რომ დრო მოიგონ“,- განაცხადა ბარბაქაძემ.

მან ასევე, ისაუბრა ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები იყო ქვეყნის საზიანოდ და ეს ემსახურებოდა საქართველოს დატოვებას სტრატეგიული პარტნიორების გარეშე.

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია ვაზიანის ყოფილ აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელიც ფაქტობრივად ნიშნავს ნატო-ზე უარის თქმას.

„მე არ ვიცი ამ ხელისუფლებას პრორუსულს ვინ ეძახის, პირდაპირ რუსული ხელისუფლებაა და რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებაა. ვნახეთ, რა განცხადებები გააკეთა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის ბოლო დროს გადადგმული ყველა ნაბიჯი და განცხადება იყო ჩვენი ქვეყნის საზიანოდ და ემსახურებოდა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების გარეშე დატოვებას.

ჩვენ ვხედავთ ქმედებას ვაზიანის სამხედრო აეროდრომთან დაკავშირებით, ეს ფაქტობრივად, არის ნატო-ზე უარის თქმა. ეს არის ნატო-სა და საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო ბაზა არის ვაზიანის სამხედრო ბაზა და იქ არ შეიძლებოდა ამ ინფრასტრუქტურის შეტანა, ეს ნიშნავს ნატო-ს საწვრთნელ ცენტრზე უარის თქმას. კოპიტნარში გააკეთონ, რატომ იქ არ აკეთებენ?! ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიერ კიდევ ერთი კოჭის გაგორება პუტინისთვის და ამ საკითხში დაწინაურებულია ღარიბაშვილი. ღარიბაშვილს აქვს ეს ნიშა, რომ ის არის საქართველოში რუსული პროპაგანდის ფლაგმანი. მთელ მსოფლიოში დადის, იმიტომ რომ რუსული პროპაგანდის ნარატივები გააჟღეროს და დააზიანოს საქართველო.

მალე, ალბათ, ამათი პოლიტიკის შედეგად ყველა ქვეყანაში ჩაფრენას აგვიკრძალავენ და რა ინფრასტრუქტურას გვიქმნიან ვაზიანში? რომ რუსების სამხედრო თვითმფრინავები კარგად დაფრინდნენ?“, - განაცხადა ბარბაქაძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის