გიგა ბოკერია - თუ რეჟიმი პროდასავლური რეჟიმით არ გამოცვალე, კანდიდატის სტატუსი ვერაფერს გვიშველის

ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თუ სტატუსს მოგვცემენ, ეს საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შესაყვანად გამოიყენოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

გიგა ბოკერიას შეფასებით, არ უნდა კეთდებოდეს განცხადებები, რომ ხსნა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსშია, რადგან თუ ხელისუფლება არ შეიცვალა პროდასავლური ხელისუფლებით, მაშინ სტატუსი ქვეყანას ვერ უშველის.

„ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი, ჩვენში ვგულისხმობ ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს, საზოგადოებას, მათ შორის ოპოზიციას. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ორივე სცენარისთვის და არ უნდა მივცეთ საშუალება ივანიშვილის რეჟიმს, რომ თუ სტატუსს მოგვცემენ, ეს გამოიყენოს საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შესაყვანად. არ უნდა ვილაპარაკოთ ასეთი რაღაცები, რომ ხსნა არის სტატუსში რეჟიმის გამოცვლის გარეშე. თუ რეჟიმი არ გამოცვალე პროდასავლური რეჟიმით, სტატუსი ცალკე აღებული ვერაფერს ვერ გვიშველის. ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი და სამწუხაროდ საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი იძახის, რომ ეს არის მთავარი ამბავი, მაგაშია ხსნა, ეს არასწორია.

გზავნილი, რომ სტატუსი მთავარია, არის მცდარი, მთავარია, რომ პროდასავლური ხელისუფლება გყავდეს. პროდასავლური ხელისუფლება თუ არ გყავს, სტატუსი ვერაფერს ვერ გშველის. თუ პროდასავლური ხელისუფლება გყავს, გაქვს ძალიან დიდი შანსი, რომ ერთ წელიწადში მიიღო ეს სტატუსი. სტატუსი თავისთავად არ არის ამოცანა, ამოცანაა ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოება.

თუ არ მოგვცეს სტატუსი, რისი ალბათობაც უფრო მაღალია ივანიშვილის რეჟიმის გამო, მაშინ ამ არასწორი კამპანიის გამო, ივანიშვილის მავნებლური პროპაგანდის და ოპოზიციის ნაწილის არასწორი გზავნილების თანხვედრის გამო, რომ რაც ზურაბიშვილმა თქვა, თუ არ მოგვცეს ზურგშექცეულად იგრძნობს ხალხი თავს, ჩვენ გვაქვს საფრთხე, რომ ამით მან გააღვივოს უიმედობა და თქვას, რომ ზურგი შეგვაქცია ევროპამ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის