შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის საყრდენია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს უფლებები საქართველოშიც დაცული იქნება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ როგორ შეაფასებდა საპროტესტო აქციებზე ბოლოდროინდელი დაკავებებს ცარიელი ფურცლების დაჭერის გამო.
„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ხაზს ვუსვამთ, ამ უფლებების დაცვის აუცილებლობას“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.