„ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება და კურსის თამაში მათი ნება-სურვილის მიხედვით სურს, მათი ერთადერთი წუხილი ეს არის, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ის აღნიშნულით „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა ეროვნული ბანკის წევრის არჩევასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ წუხილი ერთადერთია, მათ ვერ დანიშნეს წევრი, რადგან ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება უნდათ, რომ მათი ნება-სურვილის მიხედვით ბოლომდე ათამაშონ კურსი. ივანიშვილს, სადაც ბევრი ფულია, უნდა ის სფერო ბოლომდე აკონტროლოს, ისევე როგორც ხდება ყველა სფეროში, რომელიც ეხება ნავთობს, გადაზიდვებს, ენერგომატარებლებს და ეროვნული ბანკიც არის მისი ინტერესის, რა თქმა უნდა, უდიდესი სფერო. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები წუხილს გამოთქვამენ, რომ გვიანდება, ბოლომდე ყველა წევრი აკონტროლონ,” – განაცხადა ნადირაძემ.