შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე იაელ ბრაუნ-პივესთან შეხვედრა გამართა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების, კულტურის, განათლების და ვაჭრობის მიმართულებებით.

„ხაზი გაესვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა როლზე 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს პარლამენტის ისაუბრა და ამ მხრივ, საქართველოს პროგრესი მიმოიხილა. აგრეთვე, გამოთქვა იმედი, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს დამსახურებულად მიიღებს.

მხარეებმა, ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, იაელ ბრაუნ-პივესმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თბილისში დაგეგმილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს