ბაკურიანში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით ბაკურიანის განვითარების სააგენტოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სადაგის“ თანამშრომლობით დაბა ბაკურიანში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბაკურიანის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, აქცია 3-5 ივნისს გაიმართა.

„აქციაში ბაკურიანის განვითარების სააგენტოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად თბილისიდან და გორიდან ჩამოსული ახალგაზრდები, გარემოს დაცვის აქტივისტები, ბაკურიანისა და ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ბაკურიანის რვა ლოკაცია: დიდველი–ტაბაწყურის, ანდეზიტი–ბაკურიანის გზა, კოხტაგორა, ბაკურიანის შემოვლითი გზა, წრიულისა და სასტუმრო ,,ბაკურიანი ინნ’’–ის მიმდებარე ტერიტორიები, თრიალეთის მიმდებარე მინდვრები და წიწვოვანი ტყის ნაპირები დასუფთავდა. ასევე, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი სასტუმროებისა და სახლების მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს

აქცია მიზნად ისახვდა ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის