ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ეროვნული ბანკისადმი არის მხოლოდ ერთი რამით განპირობებული - მას უნდა აკონტროლებდეს ყველა იმ სფეროს, სადაც იშოვის უფრო მეტ ფულს და მოსახლეობას გააღარიბებს ბოლომდე, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანი გიორგი ბოტკოველი „ქართული ოცნების“ განცხადებას, ეროვნული ბანკის წევრის არჩევასთან დაკავშირებით.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი რამით არის დაკავებული - „როგორმე გამდიდრდეს და გააღარიბოს საქართველო“.
„ერთ-ერთი და მთავარი ინტერესის წყარო ბიძინა ივანიშვილისთვის არის ადგილი, სადაც შეიძლება ფული იშოვოს, მისი ინტერესი არასდროს ყოფილა, რომ დახმარებოდა ქვეყანას და ამ ქვეყანას წარმატება ჰქონოდა, ან ის დაპირებები, რითაც მოატყუა სრულიად საქართველოს მოსახლეობა. მისი ინტერესი იქნება მუდმივად ეროვნული ბანკი, მისი ინტერესი იქნება ყველა ის სფერო, სადაც ფული ტრიალებს, რომ შემდეგ უკვე ხელისუფლებამ ნებისმიერი მანიპულირებისთვის გამოიყენოს, თუნდაც ის კურსი, რომელსაც როგორც უნდათ ისე ათამაშებენ და ისე მიმართავენ სახელმწიფო რეზერვებს. ივანიშვილი ერთადერთი რამით არის დაკავებული - როგორმე გამდიდრდეს და გააღარიბოს ბოლომდე საქართველო“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ამასთან, ბოტკოველის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა, „ამას ადასტურებს ფაქტები, შედეგები და თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შეიძლება რუსი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ეს წარმოდგენები საკუთარი თავისთვის დაიტოვონ“.
როგორც ბოტკოველი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში.
„ძალიან უცნაურია, როცა ნებისმიერ შეთავაზებაზე საუბრობენ საერთო სიაზე, საერთო პოლიტიკური პარტიის არსებობაზე და ა.შ. ჩვენი საერთო პოლიტიკური პარტია უნდა იყოს ერთადერთი რამ - ბრძოლა საქართველოსთვის.
ჩვენ სიას არავის ვთავაზობთ, ვთავაზობთ საერთო პასუხისმგებლობას, რომელი პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიაროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოპოზიციურ ძალად არსებობას, ამას ადასტურებს ფაქტები, შედეგები, ყველაფერი და თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შეიძლება ხელისუფლების დამარცხება და რუსი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ეს წარმოდგენები შეიძლება საკუთარი წარმოდგენებისთვის დაიტოვონ.
რაც შეეხება მიშა სააკაშვილის ფაქტორს, რა თქმა უნდა, ის ყოველთვის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში დამარცხების“,- აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.