პრემიერ-მინისტრი ფრანგული ენერგოკომპანიის - EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგული ენერგოკომპანიის - EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო დირექტორს ბეატრის ბუფონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ სანდო და ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე.

განიხილეს ქვეყნის პოტენციალი ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ ამ მხრივ საქართველო განვითარების აქტიურ ფაზაშია. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის იდგმება. აქვე, ხაზი გაესვა თანამედროვე, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელობას.

EDF-მა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოში განახლებადი ენერგიების სფეროში ინვესტირების, ძირითადად ჰიდროელექტროსადგურებში და ასევე, დაინტერესდა ქარისა და მზის პროექტებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბეატრის ბუფონს ფრანგულ ენერგოკომპანიასთან საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის მზადყოფნა დაუდასტურა.

შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, ფრანგული ენერგოკომპანიის - EDF -ის ევრაზიის დირექტორი მარკ ჟირარდი, პროექტის ხელმძღვანელი სედრიკ ლავისიერი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს