ირაკლი ქადაგიშვილი - წინა სეზონი იყო - მოწამლეს, მოკლეს, აწამეს, თუმცა ამ სერიალმა მაყურებელი დაკარგა, ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება: მიხეილ სააკაშვილი პრემიერად - ვნახოთ, ამ სერიალს რამდენი ხანი ექნება სიცოცხლისუნარიანობა

წინა სეზონი იყო - მოწამლეს, მოკლეს, აშიმშილეს, აწამეს და ამ სერიალმა თავისი მაყურებელი დაკარგა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნითაც და ახლა ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიალს რამდენი ხანი ექნება სიცოცხლისუნარიანობა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დასახელება.

ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას სერიოზულად არ უყურებს.

„მე აღარ ვაფასებ სერიოზულად მის პრემიერ მინისტრობას. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, თუმცა მის პრემიერობას არასერიოზულად ვუყურებ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება