ანა წითლიძე ასოცირების კომიტეტს - ჩვენ მივიღეთ ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, სანქცირებული სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლების ქმედებები, ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

2012 წლამდე საქართველო იყო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანა - ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ 11 წლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები იქნებოდა ასეთი ანტიევროპული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველომ მიიღო ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, არათავისუფალი, სანქცირებული სასამართლო და პოლიტიკური პატიმრები, თუმცა როგორც წითლიძემ აღნიშნა, როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ქვეყანა და ქართველი ხალხი იმსახურებენ კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„მე ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. ის ახლა ციხეშია პრორუსული ხელისუფლების წყალობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მე მაქვს პატივი გელაპარაკოთ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და ასევე, საქართველოს მოქალაქეების იმ 89 პროცენტის სახელით, ვისი არჩევანიც არის ევროპა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. მთელი ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ტერიტორიების 20% დღესაც ოკუპირებულია.

გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას, რომელიც ჩემს ქვეყანას ახლა აქვს, ჩემი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ელოდა. თაობები შეეწირა ამას.

თბილისის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ევროპული მომავლის დასაცავად, რუსულიკანონის წინააღმდეგ.

2012 წლამდე საქართველო იყო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანა - ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ 11 წლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები იქნებოდა ასეთი ანტიევროპული. „ქართული ოცნების“ ლიდერების პროპაგანდა არის ის, რომ ევროპას უნდა ომი და მეორე ფრონტი საქართველოში.

ჩვენ მივიღეთ ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, არათავისუფალი, სანქცირებული სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები - კიდევ უფრო მეტი, ვიდრე აქ აღვნიშნავ, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საქართველოს ევროპული კურსის დასაზიანებლად, ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს,“ - განაცხადა ანა წითლიძემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ანა წითლიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას