მაია ბითაძე მარინა კალიურანდს - ის განცხადებები, რაც მესმის, ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელია - ზოგიერთი განცხადება, რომელიც დღეს მოვისმინეთ, არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია

ჩვენ ყველანი გავიზარდეთ და ჩვენ ვზრდით ჩვენს შვილებს იმ იდეით და შიშით, რომ ნატო-ს და ევროკავშირის ნაწილად ყოფნა, გამოიწვევს კონფლიქტს რუსეთთან. მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობდა ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლის შემდეგ, მაგრამ, დღეს ჩვენ აქ სხვა მოსაზრებებიც მოვისმინეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბითაძის თქმით, ყველამ იცის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციისკენ სწრაფვა იყო, შესაბამისად, მან ევროპარლამენტარებს დაუსვა კითხვა, დაასახელონ, სხვა რა მიზეზი შეიძლება ჰქონოდა რუსეთის აგრესიას საქართველოსთან მიმართებით.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თუ რამდენად ვაფასებთ ევროკავშირთან პარტნიორობას, ერთად მუშაობის და ურთიერთთანამშრომლობის წლებს, საბოლოოდ რომ ვიყოთ ევროკავშირის „პოლიტიკურ საზღვრებთან“. რამდენი გავაკეთეთ თქვენი მხარდაჭერით, რომ ვიყოთ ამ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გზაზე. ასევე, მინდა განვაცხადო, რომ მართალი გითხრათ, ის განცხადებები, რაც მესმის, ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელი და იმედის გამაცრუებელია. თქვენი ინფორმაციისთვის, ზოგი განცხადება, რომელიც დღეს მოვისმინეთ, არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. მე ვარ პოლიტიკოსი, ვარ საქართველოს მოქალაქე, ვზრდი ქართველებს და მაქვს ერთი კითხვა: რა არის მიზეზი, რატომ მოახდინა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია? რატომ დაიწყო რუსეთმა საქართველოში რამდენიმე ომი ჯერ 90-იანებში და შემდეგ 2008 წელს, რატომ დაგვიწესდა ემბარგო, რატომ გვყავს დევნილები და რატომ გვაქვს შიში ყოველდღე, რომ რუსეთი თავს დაგვესხმება? არის სხვა პასუხი ამაზე? - ნამდვილად მინდა, რომ ამაზე მკაფიო პასუხი მქონდეს. ყველამ ვიცით, რუსეთი ფიქრობს, რომ ჩვენ მათთვის ბუფერული ზონა ვართ და ნებისმიერი სხვა სახის ინტეგრაციისკენ სწრაფვა, მათთან დამატებით კონფლიქტამდე მიგვიყვანს. მე მესმის, რომ ახლა შესაძლოა ევროკავშირი და ჩვენი სხვა პარტნიორები ნანობენ, რომ 90-იანებში, 2008-ში ან უკრაინაში 2014 წელს პირველი ომის დროს, რუსეთისთვის საკმარისი სანქციები არ იყო დაწესებული. მაგრამ აქ დღეს ყველამ კარგად უნდა გაიგოთ, რამდენს ვაკეთებთ და რამდენს ვცდილობთ, რომ ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მეორე მხარეს კი გვაქვს შიდა პოლიტიკური ტურბულენტობა”, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
23-25 სექტემბერს საქართველოში ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო