დავით უსუფაშვილი - „ლელოს“ აქვს პრეტენზია, ამბიცია და ემზადება, რომ იყოს წამყვანი ძალა არსებულ ძალებს შორის - როცა ერთი პარტია ერთს ამბობს, მეორე  მეორეს, არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში განხეთქილებაა

ჩვენი ღრმა რწმენით, ქვეყანა წინ წავა მომავალი არჩევნების შემდეგ შექმნილი კოალიციური, პროევროპული, პროქართული პოლიტიკური ძალების კოალიციით. „ლელოს“ აქვს პრეტენზია, ამბიცია და ემზადება, რომ იყოს წამყვანი ძალა ამ ძალებს შორის, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია, სახელისუფლებო პარტია და მოქალაქეები ეროვნულმა ინტერესებმა უნდა გააერთიანოს.

„მე არ ვიცი ოპოზიციის გეგმები, მე ვიცი „ლელოს“ გეგმები. ოპოზიცია არის ჭრელი, ბევრნაირი და გეგმებიც ბევრნაირია. „ლელო“, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ ჩვენი კონსტიტუციური და სამოქალაქო ვალდებულებაა, ვიზრუნოთ, რომ „ლელო“ რაც შეიძლება ძლიერი იყოს არჩევნებში და არჩევნების შემდეგ, რადგან ჩვენ ჩვენი წილი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის წინ წაყვანაში. ჩვენი ღრმა რწმენით, ქვეყანა წინ წავა მომავალი არჩევნების შემდეგ შექმნილი კოალიციური, პროევროპული, პროქართული პოლიტიკური ძალების კოალიციით. „ლელოს“ აქვს პრეტენზია, ამბიცია და ემზადება, რომ იყოს წამყვანი ძალა ამ ძალებს შორის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სხვას ვაკნინებთ. როდესაც ერთი პარტია ერთს ამბობს, მეორე მეორეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში განხეთქილებაა - ოპოზიცია თავისი არსით არის განხეთქილი სხვადასხვა პარტიებად.

ჩვენ ეროვნულმა ინტერესებმა უნდა გაგვაერთიანოს. ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლაში ოპოზიცია, სახელისუფლებო პარტია და მოქალაქეები ერთად უნდა ვიყოთ - ეს არის მისაღწევი ამოცანა და შემდეგ კონკურენციის დონეზე ვართ ხოლმე კონკურენტები. ვუსურვებ წარმატებას ყველას, ვისაც საქართველოს ბედი აღელვებს, დანარჩენი გაირკვევა არჩევნებზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა