ხატია დეკანოიძე - სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების მთავარი კოორდინატორი ამბობს, რომ რუსეთში გაზრდილია ელექტრო ტვირთების შეტანა და ამ კონტექსტში საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, 5 პრობლემურ ქვეყანას ასახელებს, მათ შორის, საქართველოს

გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების მთავარი კოორდინატორის ჯიმ ობრაიენის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთში გაზრდილია ელექტრო ტვირთების შეტანა და ამ კონტექსტში ის საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, 5 პრობლემურ ქვეყანას ასახელებს, მათ შორის, საქართველოს - ეს ძალიან მძიმე განაცხადია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება არის ძალიან მძიმე დარტყმა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის და ამიტომ ფინანსთა სამინისტრომ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კონკრეტული განმარტებები უნდა წარმოადგინოს.

„დღეს გავრცელდა ძალიან შემაშფოთებელი და მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების მთავარ კოორდინატორს, ელჩ ჯიმ ობრაიენს, სადაც ელჩი ამბობს, რომ გაზრდილია რუსეთში ელექტრო ტვირთების შეტანა, რაც გულისხმობს იმას, რომ პრაქტიკულად რუსეთს ეძლევა შესაძლებლობა, რომ აწარმოოს სპეციალური მოწყობილობები იარაღისთვის, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს უკრაინაში და ამ კონტექსტში მან ახსენა 5 ქვეყანა, რომლებიც პრობლემურები არიან საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, ერთ-ერთია საქართველო, რაც არის ძალიან მძიმე განაცხადი.

დღეს ამ მძიმე განცხადების შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან მქონდა კონკრეტული კითხვა რაც გულისხმობდა იმას, თუ რატომ ხდება, რომ საერთაშორისო სანქციების კოორდინატორო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან აღნიშნავს საქართველოს როგორც ერთ-ერთ პრობლემურ ქვეყანას, როგორ ხედავს რისკს ფინანსთა სამინისტრო, მათ შორის, დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებთან დაკავშირებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც მითვისებულია, შეძენილია რუსეთის მოქალაქეების მიერ, მაგრამ სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე პასუხი იმასთან დაკავშირებით თუ როგორია საქართველოს მიერ გაწეული ყველა ღონისძიება საერთაშორისო სანქციების შესრულებასთან მიმართებაში.

უფრო მეტიც, რამდენიმე კვირის წინ გავგზავნე წერილი ფინანსთა მინისტრის სახელზე და ეს არის ფინანსთა მინისტრი, რომელიც "ქართულ ოცნებას" სურს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყოს, მოვითხოვე საერთაშორისო სანქციების შესრულების ყველა ნაბიჯი და ვალდებულება წარმოდგენილი ყოფილიყო საქართველოს პარლამენტისთვის. ამ ეტაპზე ჯიმ ობრაიენის განცხადება, თუ არ იქნება შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არის ძალიან მძიმე და პირველ რიგში ეს არის განსაკუთრებით მძიმე რუსეთთან ფრენების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის განცხადებების შემდეგ და ამიტომ ამ კონტექსტში საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. ამიტომ კონკრეტული განმარტებები უნდა წარმოადგინოს ფინანსთა სამინისტრომ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რაც დღეს, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე", - განაცხადა დეკანოიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის