ნაჩო სანჩეზ ამორი - 12 პუნქტთან შესაბამისობის პროცენტები საკმარისი არ არის, ეს ქვეყნის ზოგად პოლიტიკურ პოზიციაზეა

12 პუნქტთან შესაბამისობის პროცენტები საკმარისი არ არის, ეს ქვეყნის ზოგად პოლიტიკურ პოზიციაზეა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეზ ამორმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„არ შემიძლია 12 პრიორიტეტის შესრულების ციფრებზე საუბარი, ევროკომისიას უნდა დაველოდოთ, რომელიც უფრო სრულად, მეტი ნიუანსით და დეტალით შეაფასებს. მაგრამ პოლიტიკური ხასიათი, რომელიც შექმნილია ევროკავშირსა და საქართველოს შორის საუკეთესო არ არის. რატომ? ვინაიდან თქვენ, მაკა [ბოჭორიშვილი], თქვით, რომ ჩვენ თქვენი მიღწევების გამო განგსჯით. მიღწევები თუ მხოლოდ 12 პრიორიტეტთან შესაბამისობის გამოთვლილი პროცენტებია - ეს საკმარისი არ არის. ეს მორგებაზეა, პოლიტიკურ ხასიათზეა, გრძნობაზეა, რომ გიახლოვდებიან.

თქვენ იცით, და ჩემმა კოლეგებმა ყველამ იციან, რომ მე ძალიან კრიტიკული ვიყავი ევროკომისიის გადაწყვეტილების, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. ეს დიდი პოლიტიკური შეცდომაა. ეს პოლიტიკური შეცდომაა, ვინაიდან ის მართალი არ იყო, თითქოს იგი იმისთვის იყო, რომ ქვეყანას დახმარებოდა. მისი მიზანი დეპოლარიზაციის შემცირება იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მან დეპოლარიზაცია გააძლიერა, ვინაიდან მშვენიერი მიზეზია, რომ ოპოზიციამ მთავრობას უთხრას: „შენ ბოლო საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანაში ჩავარდი“, - განაცხადა სანჩეზ ამორმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს