გიგა ლემონჯავა - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან პირველად, სახელმწიფო დეპარტამენტმა პრაქტიკულად ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან პირველად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პრაქტიკულად ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად, - ამის შესახებ პარტია „დროას” აღმასრულებელმა მდივანმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების კოალიცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონებს.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან პირველად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პრაქტიკულად ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად. სწორედ ამ პერიოდში, საერთაშორისო სანქციების კოალიცია, რომელიც შედგება წარმომადგენლებიდან შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან, მუშაობს რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად გამოსაყენებელი ყველა მექანიზმის და გზის გამოსავლენად და აღსაკვეთად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯიმ ო'ბრაიანის წინა განცხადების შემდეგ, რომელიც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, რუსეთთან პირდაპირი ექსპორტი მხოლოდ 2023 წლის იანვარ-თებერვალში გაიზარდა 38%-ით, სომხეთთან - 197%-ით, ხოლო ყაზახეთთან - რამდენიმე ათასი პროცენტით. საერთაშორისო სანქციების კოალიცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონებს, რამდენადაც სწორედ ეს რეგიონები გამოიყენება რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეხმარება როგორც ფინანსურად, ასევე ტექნოლოგიებით ტერორისტ რუსეთს, რომ მოკლას რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე. ხელისუფლება განზრახ, საერთაშორისო სანქციების საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს, თითოეულ ჩვენგანს და ამ ქვეყნის ეკონომიკას. ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალი არის რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის, რეჟიმის უსწრაფესი დემონტაჟი საქართველოში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სანქციებისგან. არა რუსულ რეჟიმს!“,- აღნიშნა გიგა ლემონჯავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებით, „საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს“.

მისი თქმით, ომის საწარმოებლად საკვანძო მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტის დონე რუსეთში ომამდელ დონეს დაუბრუნდა, ვინაიდან რუსეთი უკეთ უვლის გვერდს სანქციებს. ო’ბრაიენის ინფორმაციით, ევროპული კომპანიები სხვა ქვეყნებზე ჰყიდიან საქონელს, ისინი კი, სანაცვლოდ, ნაწილებს რუსეთზე ჰყიდიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Politico-მ გაავრცელა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის