შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას აქვს ერთი ფუნდამენტური პრობლემა, ისინი გამიჯნული არიან ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს

ოპოზიციას აქვს ერთი ფუნდამენტური პრობლემა, ისინი გამიჯნული არიან ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ ოპოზიცია ქართველი ხალხის ინტერესებს არ დაუბრუნდება, მანამდე გამორიცხულია, რომ არჩევნებში რაიმე სახის წარმატება მოიპოვონ.

„მიუხედავად იმისა, რომელ ოპოზიციაზე ვამბობთ, ყველას აქვს ეს ფუნდამენტური პრობლემა, ისინი გამიჯნული არიან ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს. ყველანაირ ინტერესს ამოიკითხავთ მათ პოლიტიკაში გარდა საქართველოსა და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესისა. მანამ, ვიდრე ისინი ამ ინტერესს არ დაუბრუნდებიან, არ აღიარებენ და საკუთარი პოლიტიკის ნაწილად არ აქცევენ, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ მათ ნებისმიერი სახით წარმატება ჰქონდეთ არჩევნებში. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც არ უყურებენ და თვალს არ უსწორებენ. ისინი ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ თუ სხვა ქვეყნის ინტერესს აღიქვამენ თავის ინტერესად, გარდა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებისა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს