შალვა პაპუაშვილი - ახლა დროა, ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკას, კიდევ ერთხელ, გადახედოს კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ახლა არის საჭირო, იყოს მიღებული წლის ბოლოს

საფრანგეთში, ჩვენ ვნახეთ, რომ სრული გაგებაა იმ მდგომარეობის, რომელიც საქართველოშია. კერძოდ, იმ გაწეულ სამუშაოზე, რომელიც რეკომენდაციებს ეხება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ევროპის საკითხებში ლორანს ბონსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს საუბარი იყო ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე.

მისი თქმით, ახლა, საჭიროა, ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკას კიდევ ერთხელ გადახედოს კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ახლა არის საჭირო, წლის ბოლოს იყოს მიღებული.

„იმის გაგებაა, რომ ახლა დროა, ევროკავშირმა და განსაკუთრებით, მისმა ყველაზე ძლიერმა ქვეყნებმა საკუთარ პოლიტიკას, კიდევ ერთხელ, გადახედონ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ახლა არის საჭირო, მიღებული იყოს წლის ბოლოს.

ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ. ახლა, მთავარია, ის გადაწყვეტილებები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში მიიღება. საფრანგეთში ყველა შეხვედრაზე სრული მხარდაჭერა გვქონდა ჩვენს ევროპულ გზაზე. სხვადასხვა დედაქალაქში ბევრგან ვაწყდებით იმ საკითხს, როდესაც ჩვენი იმედგაცრუების აბსოლუტური გაგებაა კანდიდატის სტატუსის არმიღების გამო.

იმის ხაზგასმა ხდება, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებდა. ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს - შარშან, ივნისში, გადაწყვეტილება იმდენად უსამართლო იყო, რომ ამის ახსნაც კი შეუძლებელი ხდება. ეს აჩვენებს იმ გამოწვევასაც, რომელიც წინ გვაქვს. რა თქმა უნდა, მომავალ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ნაწილი იქნება და იმის გათვალისწინებით, რომ ხანდახან პოლიტიკას არგუმენტები არ სჭირდება ხოლმე, აქაც არის საფრთხე, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით იყოს მიღებული ისე, რომ ამის რაიმე საფუძველი და ობიექტური გამართლება არ არსებობდეს.

შემდეგ კი, მივიღოთ ისეთი ტალღა, სადაც კვლავ იყოს საუბარი - რატომ არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის საფრთხე, ამას ვუხსნით ყველას, რომ გადაწყვეტილება არ იყოს ისეთი ზედაპირული, როგორც შარშან ივნისში იყო, როცა ასოცირებულ ტრიოში საუკეთესო ქვეყანა დაჩაგრეს და ორ ქვეყანას, რომელიც საქართველოს უკან არიან, მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ლიდერ ქვეყანას, საქართველოს - არა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება