შალვა პაპუაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე -  დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, თუ რატომ არ არის ჩვენი განწყობები ბოლომდე ოპტიმისტური

დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, თუ რატომ არ არის ჩვენი განწყობები ბოლომდე ოპტიმისტური, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ობიექტურად კანდიდატის სტატუსს შარშან ივნისშიც იმსახურებდა.

„პირდაპირ სხდომაზე ვნახეთ ევროპარლამენტის თუ ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ის ცალმხრივი, დეზინფორმაციის შემცველი, ფაქტებით დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგდებული ციტატების წარმოდგენით და ა.შ. მიდგომები, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არაობიექტურობა გვაფიქრებინებს, თუ რა მოტივაცია არის ამის უკან. როცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა, შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან ასეთი განსჯებია.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ობიექტურად არათუ ახლა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არამედ შარშან ივნისშიც იმსახურებდა, თუმცა სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებები როგორიც არის - ზედაპირული, სათაურის იქით რომ არ მიდის ფიქრი და განსჯა, ამის გამო ხდება სამწუხაროდ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. იმედი გვაქვს, რომ ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, ყველა გაიაზრებს და გააცნობიერებს მათ შორის საკუთარ შეცდომებს. ვგულისხმობ იმ სამ რეზოლუციას ჩაწერილ დეზინფორმაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება