თინა ბოკუჩავა - აქამდე პარტნიორები დახურულ კარს მიღმა აჟღერებდნენ მწვავე გზავნილებს, ახლა მოუწიათ ღია კრიტიკა, რადგან ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს

აქამდე ჩვენი პარტნიორები დახურულ კარს მიღმა აჟღერებდნენ მსგავს მწვავე გზავნილებს და შეფასებებს. ახლა მოუწიათ ღიად გააკეთონ ეს, რადგან ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც მან აღნიშნა, პარტნიორები ახლა ცდილობენ დაიცვან საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ამას ემსახურება მათი კრიტიკაც, თუმცა, ბოკუჩავა დასძენს, რომ ხელისუფლება კრიტიკის ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადადგამს.

„ეს არის მათი მთავარი წუხილი. რეალურად, ამგვარი მწვავე კრიტიკით ცდილობენ დაიცვან ქართველი ხალხის არჩევანი და ევროპული პერსპექტივა, სწორედ ეს არის არსი ამ კრიტიკის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებიდან ამას შესაბამისი ნაბიჯები არ მოჰყვება, რადგან მას ღიად არჩეული აქვს რუსული გზა.

მოლოდინი არის, რომ დასავლეთიდან მუდმივი ზეწოლა იქნება ღიად პრორუსულ ხელისუფლებაზე, რათა მათ ბოლომდე არ გადაუხვიონ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. დასავლელი პარტნიორების ამოცანაა, რომ საქართველომ არ დაკარგოს შესაძლებლობის ისტორიული ფანჯარა და შეუნარჩუნდეს ევროპული პერსპექტივა,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა