თინა ბოკუჩავა - აქამდე პარტნიორები დახურულ კარს მიღმა აჟღერებდნენ მწვავე გზავნილებს, ახლა მოუწიათ ღია კრიტიკა, რადგან ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს

აქამდე ჩვენი პარტნიორები დახურულ კარს მიღმა აჟღერებდნენ მსგავს მწვავე გზავნილებს და შეფასებებს. ახლა მოუწიათ ღიად გააკეთონ ეს, რადგან ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც მან აღნიშნა, პარტნიორები ახლა ცდილობენ დაიცვან საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ამას ემსახურება მათი კრიტიკაც, თუმცა, ბოკუჩავა დასძენს, რომ ხელისუფლება კრიტიკის ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადადგამს.

„ეს არის მათი მთავარი წუხილი. რეალურად, ამგვარი მწვავე კრიტიკით ცდილობენ დაიცვან ქართველი ხალხის არჩევანი და ევროპული პერსპექტივა, სწორედ ეს არის არსი ამ კრიტიკის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებიდან ამას შესაბამისი ნაბიჯები არ მოჰყვება, რადგან მას ღიად არჩეული აქვს რუსული გზა.

მოლოდინი არის, რომ დასავლეთიდან მუდმივი ზეწოლა იქნება ღიად პრორუსულ ხელისუფლებაზე, რათა მათ ბოლომდე არ გადაუხვიონ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. დასავლელი პარტნიორების ამოცანაა, რომ საქართველომ არ დაკარგოს შესაძლებლობის ისტორიული ფანჯარა და შეუნარჩუნდეს ევროპული პერსპექტივა,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით
„ევროკრედიტმა“ შვეიცარიის impact ინვესტიციების მენეჯმენტ კომპანიისგან 3 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო, რომელიც FINMA-ს მიერ რეგულირდება
პირველი ქართული AI შოპინგი Dressup.ge-ზე: მოირგე სამოსი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
გათბობის ქვაბის სერვისი და გარანტია კომპანია „სოლვერისგან“
წინანდლის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმზე Grand Jury Du Vin-მა იტალიური კლასიფიკაციის ღვინოები წარადგინა
TKTFLY.GE მომხმარებლებს ავიაბილეთის შეძენის ახალ გამოცდილებას სთავაზობს