ირაკლი კუპრაძე - ალტერნატიული ცენტრის ნაწილი ვერ იქნება „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" - ეს არის მკაფიოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ

ალტერნატიული ცენტრის ნაწილი ვერანაირად ვერ იქნება ვერც „ქართული ოცნება", ვერც „ნაციონალური მოძრაობა". ეს არის მკაფიოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის, 2024 წლის არჩევნებამდე, - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ალტერნატიული ცენტრის ფორმირებაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ, თუმცა კუპრაძის განმარტებით, ამაში „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" არ იგულისხმება.

„საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი გადაღლილა „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" ქიშპობით. გადაღლილია პოლარიზებით, რასაც გვეუბნებიან, მათ შორის, ჩვენი პარტნიორები, მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან. თუ საქართველოს მოსახლეობის 39%-ს აქვს პოზიცია, რომ არასდროს დაუჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას" და 34% ამბობს, რომ არასდროს დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას", მაშინ კეთდება ალტერნატიული ცენტრი, რომელზეც კონკრეტული პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. „ლელო" გამოდის ინიციატივით, რომ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ალტერნატიული ცენტრის ფორმირებაზე და ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ პოლიტიკური არჩევანის შესაძლებლობა, რომელიც იქნება დაკომპლექტებული სწორი ადამიანებით, სწორი შინაარსით, იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს სწორი შინაარსით, სწორი ადამიანებით“, - განაცხადა კუპრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება