„ალდაგში“ კახეთისთვის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან. სადაზღვევო კომპანიის ცნობით, ძლიერმა სეტყვამ კახეთისა (ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი, ახმეტა, ლაგოდეხი) და ქართლის (გორი, ქარელი, დმანისი, ბოლნისი) რამდენიმე რეგიონი დააზიანა.

მათი ინფორმაციით, „ალდაგში“, მოსავლის დაზიანებასთან დაკავშირებით, 3000-მდე განაცხადი, სხვადასხვა კულტურაზე დაფიქსირდა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ალდაგის“ გუნდი აქტიურად მუშაობს რეგიონში დამდგარი ზარალის შეფასებასა და კომპენსაციის უსწრაფესად გაცემაზე.

„კახეთსა და ქართლში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. ჩვენი გუნდი, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ოფისებიდან, აქტიურად მუშაობს ზარალის აღწერაზე, შეფასებასა და ფერმერებთან ინდივიდუალური კომუნიკაციის შედეგად, ანაზღაურების უსწრაფესად გაცემაზე. მიმდინარე მონაცემებით, დაზიანებული ნაკვეთების ნახევარზე მეტი უკვე შემოწმებულია და სრული აღწერა რამდენიმე დღეში დასრულება“, - აცხადებენ ალდაგში.

როგორც სადაზღვევო კომპანიაში აღნიშნავენ, „ალდაგი“ ლიდერია აგროდაზღვევის სფეროში და ფერმერებს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ანაზღაურების უსწრაფეს სისტემას სთავაზობს.

„ალდაგი“ 2014 წლიდან ჩართულია აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სასურველი კულტურის დაზღვევა და სტიქიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მომხმარებლებს 70%-იანი სუბსიდიით შეუძლიათ. გარდა ამისა, ფერმერებს დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა უწევთ, რაც დაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის.

„ალდაგი“ ფერმერებს ისეთი კულტურების დაზღვევას სთავაზობს, როგორიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის)“, - აღნიშნულია „ალდაგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა