შალვა პაპუაშვილი - როცა არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით და ამის მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშა“ კამპანიას, ეს არაფერზე მეტყველებს გარდა პოლიტიკური კორუფციისა

როცა უკვე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით და ამის მიუხედავად ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს “ფრი მიშა” კამპანიას, ეს სხვა არაფერზე მეტყველებს გარდა პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ხელის გულზე დევს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ახალისებდნენ იმით, რომ მას საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა.

„სანამ სააკაშვილი საქართველოში შემოიპარებოდა და ციხეში აღმოჩნდებოდა, მანამდეც ვხედავდით, როგორ დადიოდა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების კორიდორებში, როგორ ართმევდნენ მას ხელს, როგორ ატარებდნენ კრიმინალ ადამიანთან სემინარს, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და ამაზე არავინ დავობს. როგორ ართმევდნენ მას ხელს და დღეს, ეს ადამიანები, რომლებიც მაშინ ახალისებდნენ მიხეილ სააკაშვილს, მათ შორის, ახალისებდნენ იმით, რომ მას საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა, შემოპარულიყო და ქვეყანა აერია, დღეს ეს ადამიანები კვლავ იცავენ და მის ციხიდან დახსნას ცდილობენ. ამიტომ, პოლიტიკური კორუფციის გარდა, ამ ჯიუტ "ფრი მიშა" კამპანიას ვერ ავხსნი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში