გრიგოლ გეგელია - ის, რომ 2023 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ სააკაშვილი სჭირდება ელექტორალური დივიდენდისთვის, მიუთითებს, რომ ამ პარტიას არავითარი შინაგანი რესურსი დარჩენილი არ აქვს

ის, რომ 2023 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ სააკაშვილი სჭირდება იმისთვის, რომ რაიმე სახის ელექტორალური დივიდენდი ნახოს, ან ასეთის ნახვის იმედი ჰქონდეს, თავისთავად მიუთითებს, რომ ამ პარტიას არავითარი შინაგანი რესურსი არ აქვს დარჩენილი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", ლევან ხაბეიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის ეს ინიციატივა ძალიან კარგი დასტურია იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" რეალურად ძალიან სერიოზული კრიზისი გააჩნია.

„ვფიქრობ, ხაბეიშვილის ინიციატივა არის ძალიან კარგი დასტური იმისა, რომ ამ პარტიას რეალურად, ძალიან სერიოზული კრიზისი გააჩნია, მათ შორის, ელექტორალური თვალსაზრისით. ის, რომ 2023 წელს ამ პარტიას კიდევ სააკაშვილი სჭირდება იმისთვის, რომ რაიმე სახის ელექტორალური დივიდენდი ნახოს, ან ასეთის ნახვის იმედი ჰქონდეს, ეს თავისთავად მიუთითებს იმას, რომ არავითარ განახლებას ამ პარტიაში ადგილი არ ჰქონია და არავითარი შინაგანი რესურსი ამ პარტიას არ აქვს დარჩენილი“, - განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, „ლელო" ემხრობა მხოლოდ ისეთ კონფიგურაციებს, რომელიც „ივანიშვილის რეჟიმს" დაამარცხებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა ასეთ კონფიგურაციას არ წარმოადგენს.

„ჩვენი მიზანი არის, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი, რადგანაც ყველა დღე, როდესაც ეს ქვეყანა არის ბიძინა ივანიშვილის მართვის პირობებში, არის უკან - რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, ჩვენ ვემხრობით მხოლოდ ისეთ კონფიგურაციებს, რომელიც დაასუსტებს და დაამარცხებს ივანიშვილის რეჟიმს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" და ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ წარმოადგენს ასეთ კონფიგურაციას, რომელიც რაიმეთი ხელს შეუწყობს ივანიშვილის დამარცხებას ამ ქვეყანაში. „ლელო" შექმნის ალტერნატიულ პროდასავლურ ცენტრს, რომლის მიზანიც იქნება დასავლური პერსპექტივის რეალიზება და განხორციელება, საქართველოს სწრაფი განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა