ირაკლი ქადაგიშვილი - 2024 წლის არჩევნებისთვის ერთმანეთთან შერწყმის სურვილი არცერთ პარტიას არა აქვს - ყველას უნდა თავისი პატარა, მცირე საფეოდალო ჰქონდეს

2024 წლის არჩევნებისთვის ერთმანეთთან შერწყმის სურვილი არცერთ პარტიას არა აქვს - ყველას უნდა თავისი პატარა, მცირე საფეოდალო ჰქონდეს, - ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, ის, თუ როგორ დალაგდება ოპოზიცია და ვინ ვის შეუერთდება, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან „ამომრჩეველი ოპოზიციაში მყოფ ყველა აქტორს კარგად იცნობს და აფასებს ისე, რომ 5%-იან საარჩევნო ბარიერს "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ფაქტობრივად ვერავინ ლახავს".

როგორც ამ კონტექსტში ქადაგიშვილმა აღნიშნა, მთავარია არა ის, თუ ვინ ვის შეუერთდება, არამედ ვინ მოტრიალდება ეროვნული ინტერესებისკენ და ვინ იტყვის უარს დესტრუქციულ პოლიტიკაზე.

„ფაქტია, ოპოზიციის მიერ არჩეულმა გზამ კრახი განიცადა. ამ პოლიტიკური გზის ფლაგმანი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. სხვა ყველა პარტია ამ დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილეა. ახლა ხედავენ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. გამომდინარე აქედან, „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირება დაიწყეს. ეს არის სიტყვიერი დისტანცირება, მაგრამ რამდენად იქნება საქმეში ასახული და რამდენად დაეფუძნება მათი მიზნები და ამოცანები ქვეყნის ინტერესებს, ამას დრო აჩვენებს. მთავარია ამომრჩეველმა დაინახოს, რომ ესენი არამარტო ტაქტიკური მიზნით, არამედ რეალურად ათვიცნობიერებენ ჩიხურ მდგომარეობას, სადაც საკუთარი თავი შეიყვანეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო