პაატა მანჯგალაძე - როცა სანქციებს ხარ მიერთებული და ხელისუფლება თავს იწონებს, რომ სანქციებს მიერთებული არაა, ბუნებრივია, პარტნიორებს კითხვები ექნებათ

გვერდის ავლაზე ლაპარაკია მაშინ, როცა სანქციებს ხარ მიერთებული და ღარიბაშვილი თავს იწონებს, რომ ეკონომიკურ სანქციებს მიერთებული არაა - ბუნებრივია, პარტნიორებს აქვთ კითხვები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების მთავარი კოორდინატორის, ჯიმ ობრაიენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სანქციების აღსრულების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და საქართველო პრობლემურ ქვეყნებს შორის დაასახელა.

მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ქვეყანას.

„სანქციების გვერდის ავლაზე საუბარი შეიძლება მაშინ, როცა ქვეყანა მიერთებულია სანქციებს სრულყოფილად - ღარიბაშვილი თავს იწონებს, რომ ეკონომიკურ სანქციებს მიერთებული არაა, არც სანქცირებული პირების ბაზა აქვთ და არც ფრენებთან დაკავშირებულ სანქციებს არ უერთდებიან. საქართველოდან გაზრდილია ორმაგი დანიშნულების, მაგალითად, მიკროჩიპების და სხვა ელემენტების გატანა სომხეთში და ყაზახეთში და ბუნებრივია, კითხვებს სვამენ ჩვენი პარტნიორები. გვერდის ავლაზე ლაპარაკია მაშინ, როცა სანქციებს ხარ მიერთებული და ხელისუფლება ღიად ამბობს, არ ვუერთდებით და რუსეთის მხარეს ვართო. ქვეყნის დასანქცირება არ მინდა, მაგრამ ღარიბაშვილი რომ დაასანქცირონ, მხარს დავუჭერ ამას,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს