შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი ანუ ძალადობა, კორუფცია, ადამიანის ღირსების აყრა, ეს არის ოპოზიციის გენეტიკური კოდი - არ არსებობს შანსი, რომ ხალხმა მათ ხელში ხელისუფლების მანდატის ჩაგდება დაუშვას

სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი ანუ ძალადობა, კორუფცია, ადამიანის ღირსების აყრა, ეს გახლავთ ჩვენი ოპოზიციის გენეტიკური კოდის შემადგენელი ნაწილი, რაც არის პრობლემა. ისინი ამ ადამიანებს ვერ მოიცილებენ ისე, რომ თავად არ განადგურდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად შეისწავლა ოპოზიციის გენეტიკური კოდი, რომელიც ძალადობასა და ადამიანის ღირსების აყრაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ოპოზიციის ყველა მცდელობა, უშედეგო იქნება უცხოეთიდან ჩარევების და რადიკალების დაფინანსების მიუხედავად.

„ამ ოპოზიციისგან არაფერი არ გამოვა გარდა იმისა, რომ კვლავ წრეზე იტრიალონ რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის. მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე კარგად იციან და ეს გენეტიკური კოდი გაშიფრეს. უცხოეთიდან ჩარევებისა და დაფინანსების, ასევე იარაღის ტრიალის თემაზე სემინარების ჩატარების, რადიკალების დაფინანსების მიუხედავად, შანსი არ არსებობს, რომ ქართველმა ხალხმა რაიმენაირად მათ ხელში ხელისუფლების მანდატის ჩაგდება დაუშვას,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს