სასამართლოს გუშაგი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე თანამდებობას ტოვებს და მუშაობას საგარეო საქმეა სამინისტროში განაგრძობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველზე, მოსამართლის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასამართლოს გუშაგი ავრცელებს.

მათი განმარტებით, შოთა გეწაძე საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ პროტოკოლის დეპარტამენტში, ღონისძიებების და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძობს.

„2023 წლის 2 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, შოთა გეწაძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მოსამართლის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა დასახელდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ პროტოკოლის დეპარტამენტში, ღონისძიებების და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძობს.

სხდომაზე ასევე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე პირველ ივნისს დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ აცნობა, რის გამოც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება მოითხოვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა ხმა მოსამართლის გათავისუფლების შესახებ საკითხს. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად სასამართლოს ერთი კარგი მოსამართლე მოაკლდება.

შესაბამისად, 2023 წლის 1-ელი ივნისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლე შოთა გეწაძემ, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის 13-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 43-ე მუხლის, „მ“ ქვეპუნქტის თანახმად მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია მოსამართლის სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა“, - აღნიშნულია "სასამართლოს გუშაგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა