ხატია დეკანოიძის განცხადებით, შს სამინისტრო სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შს სამინისტრო მას სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის.

დეკანოიძემ გომელაურის უწყებას სადეპუტატო შეკითხვით მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია, როდის და საიდან გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და რამდენ თანმხლებ პირთან ერთად შემოვიდნენ ქვეყანაში.

შს სამინისტრო სადეპუტატო კითხვის ავტორს პასუხად წერს, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, წარადგინოს პერსონალური მონაცემების დამუშავების ლეგიტიმური მიზანი.

„შს სამინისტრო მიუთითებს, თითქოს ეს პერსონალური ინფორმაციაა, რისი მიღების უფლებაც პარლამენტის დეპუტატს არ მაქვს. ჩემი ინფორმაციით, ლავროვის ოჯახის წევრი მარტო არ იყო. მას თან ახლდა დაცვა, რომელიც რეალურად რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების დაცვაა.

შს სამინისტრო არღვევს კონსტიტუციას და რეგლამენტის მცდარ მუხლებს უთითებს, რადგან ვითხოვ ინფორმაციას, რომლის მოთხოვნის უფლებაც მაქვს.

ეს ყოველივე ადასტურებს, რომ ინფორმაციის გაცემა არ სურთ იმიტომ, რომ წინასწარ იცოდნენ, რომ საქართველოში ლავროვის ოჯახის წევრები შემოდიოდნენ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა