შოთა გეწაძე მოსამართლის თანამდებობის დატოვებას ადასტურებს და აცხადებს, რომ მუშაობას შვეიცარიაში საქართველოს დესპანის პოზიციაზე გააგრძელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკვე ყოფილი მოსამართლე, შოთა გეწაძე საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.

როგორც შოთა გეწაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ის შვეიცარიის კონფედერაციაში დესპანად იმუშავებს.

„ვადასტურებ ინფორმაციას. მუშაობას გავაგრძელებ საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად შვეიცარიის კონფედერაციაში.

ცვლილებების დრო იყო ჩემს და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში“, - განაცხადა შოთა გეწაძემ და იქვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მასზე "არანაირი ზეწოლა არ ყოფილა".

გეწაძის მიერ მოსამართლის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

შოთა გეწაძე თბილისის სააპლეციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობდა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება