ზურაბ აზარაშვილი - წლების წინ, სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორის დერეგულაციამ ძალიან მძიმე შედეგი მოგვიტანა - ქვეყანაში არ არსებობდა არანაირი სტანდარტი

წლების წინ, სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორის დერეგულაციის შესახებ, მაშინდელი მთავრობის სამწუხარო გადაწყვეტილებამ ძალიან მძიმე შედეგი მოგვიტანა - ვერანაირად ვერ კონტროლდებოდა სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რადგან ქვეყანაში არ არსებობდა არანაირი სტანდარტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ეს ცვლილებები განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის სიკეთეებზე და მისი არსებობის 10 წლის განმავლობაში, მილიონობით მოქალაქის 7 მილიარდ ლარით დაფინანსებაზეა საუბარი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის სახსრები სწორად და მიზანმიმართულად იხარჯებოდეს.

„ამ ყველაფრის განმახორციელებლები ვართ ჩვენ. ჩვენივე პასუხისმგებლობაა, სწორად ხდებოდეს ბიუჯეტის ხარჯვა და კონტროლი. ყველა ცვლილება საჭიროა, რაც ამ პასუხისმგებლობის განხორციელებაში შეგვიწყობს ხელს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ცვლილების შედეგად, ჯარიმების ოდენობის ზრდაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, წარმოუდგენელია, სამედიცინო დაწესებულებამ ჯარიმის თანხები მომსახურების ტარიფში ასახოს.

„ამას არ დავუშვებთ. მსგავს ფაქტებზე ოპერატიული და მყისიერი რეაგირება რომ გვქონდეს, სწორედ ამიტომ გვინდა კონტროლის სრულყოფილი მექანიზმი. თუ, ერთსა და იმავე სამედიცინო ან ფარმაცევტულ დაწესებულებაში, განმეორებით დარღვევებს სისტემური ხასიათი ექნება, რასაკვირველია, სხვადასხვა საჯარიმო მექანიზმები იმოქმედებს - იქნება ეს პროგრამიდან ჩახსნა, თუ საერთოდ - დახურვა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის