რამაზ საყვარელიძე - დუღილი ნაადრევია, ჯერ კიდევ გამოჩნდებიან სცენაზე მოქმედი პირები - საქართველოში პროდუქტიული ოპოზიცია მმართველი პარტიიდან ჩნდება

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში „სცენაზე მოქმედი პირები“ კიდევ გამოჩნდებიან.

როგორც მან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისასა განაცხადა, საზოგადოება ითხოვს, არა რაოდენობრივად, არამედ თვისობრივად ახალ ძალებს.

„მიმაჩნია, რომ დუღილი ნაადრევია და ჯერ კიდევ გამოჩნდებიან სცენაზე მოქმედი პირები და შემდეგ უფრო მკაფიო გახდება საკითხი. ზოგადი ფორმულაა, რომ, როცა საჭიროება მომწიფებულია, როცა ბაზარი ითხოვს, მისი დაკმაყოფილება მწიფდება. დიდი ხანია ქართული ბაზარი ითხოვს თვისობრივად ახალ, ახალი გემოს, კონცეფციის [პარტიებს]“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, საიდან უნდა მოვიდნენ, ახალი ძალები, პოლიტოლოგი პასუხობს: „მმართველი პარტიიდან“.

„საქართველოში პროდუქტიული ოპოზიცია მმართველი პარტიიდან ჩნდება“, - დასძენს ის.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში