„ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ ხალხთან, ქართველ პატრიოტებთან ერთად დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია ბათუმში ინფრასტრუქტურის განვითარება.
“ბათუმში ვხვდებით მოსახლეობას, მნიშვნელოვანია "ნაციონალური მოძრაობისთვის" ინფრასტრუქტურის გაძლიერება. 160 სოფელში, ქალაქში, მუნიციპალიტეტში, ვაპირებთ ზაფხულში შეხვედრებს და მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია, ხალხთან ერთად. "ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მისი კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ და მე დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ ხალხთან ერთად, ქართველ პატრიოტებთან ერთად დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს საქართველოში” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან ანთაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური ძალა, რადგან ზუსტად იცის 2012 წლიდან ვის და რატომ ებრძვის.
“ეს ადამიანები, რომლებიც ლევან ხაბეიშვილთან შეხვედრაზე მოვიდნენ, არიან ისინი, ვის კისერზეც გადადის ეს თერთმეტი წელი, ბრძოლა ოპოზიციის და ეს არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ეს არის მთავარი ოპოზიციური ძალა იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა იციან 2012 წლიდან თუ ვის ებრძვიან, რატომ ებრძვიან და რა უნდათ. ვფიქრობ, რომ გამარჯვება ჩვენკენ იქნება, აუცილებლად გავიმარჯვებთ თუ ერთად დავდგებით ყველანი", - განაცხადა ლევან ანთაძემ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, პარტიის შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება.
“გრძელდება შეხვედრები მოსახლეობასთან. დღეს პარტიის თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად შევხვდით მოსახლეობას, ვესაუბრებით მათ პრობლემებზე, ასევე პარტიის სამომავლო გეგმებზე, იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში არის. მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება, რომ თუ კი ამ რუსული ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობს და ხელისუფლებაშია, რა თქმა უნდა, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ უდგას წინ. ამიტომ, მოსახლეობას სჭირდება მხოლოდ ერთი რამ - დასავლური კურსი, რომელიც აიღო მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობასთან” ერთად, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან და ეს ერთადერთ შემთხვევაში მოხდება, თუ ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ პარტიას ჩამოვიშორებთ მართვის სადავეებიდან.” - ელგუჯა ბაგრატიონმა.