სოზარ სუბარი - საქართველოში თუ რამეა გაუმჭვირვალე, ეს „ენჯოების" დაფინანსებაა, ყველა არჩეულმა პარტიამ უნდა მოუსმინოს მათ და პრაქტიკულად პარლამენტმა ბეჭედი უნდა დაარტყას იმ კანონებს, რომლებსაც ისინი ჩათვლიან, რომ უნდა მიიღოს ქვეყანამ

ფაქტი ერთია, ამ ქვეყანაში მდიდარი „ენჯოები" ჩამოყალიბდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები - საქართველოში თუ რამეა გაუმჭვირვალე, ეს „ენჯოების" დაფინანსებაა , - ამის შესახებ, „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, „ენჯოებს" სურთ, არჩეულმა პარტიებმა პარლამენტში ის კანონები მიიღონ, რომელიც მათ სურთ, რაც მისი თქმით, ვერანაირად ვერ მოხდება.

„საქართველოში თუ რამეა გაუმჭვირვალე, ეს „ენჯოების" დაფინანსებაა. ყველა არჩეულმა პარტიამ უნდა მოუსმინოს მათ და პრაქტიკულად პარლამენტმა ბეჭედი უნდა დაარტყას იმ კანონებს, რომლებსაც ისინი ჩათვლიან, რომ უნდა მიიღოს ქვეყანამ. ამ ფონზე სრულიად გაუმჭვირვალეა მთელი მათი საქმიანობა. ფაქტი ერთია, ამ ქვეყანაში მდიდარი „ენჯოები" ჩამოყალიბდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები. მათი ინტერესის გათვალისწინება ვერანაირად ვერ მოხდება, ვერცერთ კანონში. ზოგადად, თუ მათი ლოგიკით ვიმსჯელებთ, გამჭვირვალობა ეს რუსული პროექტი და თემაა და გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო რუსული კანონი. გამოდის, მათი დღევანდელი კანონიც, ყოფილა რუსული კანონი", - განაცხადა სოზარ სუბარმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინიციატივის შესახებ.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ ლევან ხაბეიშვილს „ნაცმოძრაობის" დაშლის გარდა სხვა გასაღები არ გააჩნია და ამას პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებაც ხედავს.

„ლევან ხაბეიშვილი არის გასაღები დაშლის, როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ვერ ასწავლის. მაგრამ, მე ამ ფონზე რომ ვუყურებ, მართლა საცოდავ დღეშია ვაშაძე - მანჯგალაძის ჯგუფი იმიტომ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი დარჩა, რომელიც დღემდე რაღაცნაირად ებღაუჭება „ნაცმოძრაობას". პარტიების უმრავლესობა აფასებს საღად, რომ აღარ გამოვა მათი გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ. ალბათ, დაიწყებენ ახალი ალიანსების ძებნას. თუმცა, ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ეს მაინც არის - „მკვდარი, მკვდარს აეკიდა" თემა იმიტომ, რომ არანაირი იდეა, რეიტინგი, შანსი მათი მხრიდან არ მოდის", - განაცხადა, სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებას „ხალხის ძალა“ ავრცელებს

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა