ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ლატვიის სეიმის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები, ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი, ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის სეიმის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, აგიტა ზარინა-სტურეს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მასპინძლებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ის პროგრესი გააცნო, რომელიც ქვეყანას 12 პუნქტიან რეკომენდაციიასთან მიმართებაში აქვს.

„კომიტეტის თავმჯდომარემ აგიტა ზარინა-სტურე ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის, შესაბამისი კომიტეტების დონეზე თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივით გამოვიდა. ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ლატვიის მხარის ინიციატივის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის როგორც პროფილურ საპარლამენტო კომიტეტს, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

შეხვედრისას პარლამენტის წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ ერთობლივი ფესტივალის ან კულტურულ-შემეცნებითი პროგრამების დანერგვის იდეა წამოაყენა, რასაც მასპინძელი კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა.

ბექა ოდიშარიამ, ლატვიის მხარეს მადლობა გადაუხადა, საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებისთვის, რომლის შედეგად, ორმოცდაათამდე ქართველი სტუდენტი ლატვიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს. მან აგრეთვე, მადლიერების სიტყვებით მოიხსენია ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც ლატვიაში საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენენ და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის