ირაკლი კობახიძე - საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს

საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მესიჯი, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიის კანცლერმა დაიბარა და მას წამმზომი ჩაურთო, ოპოზიციის შემუშავებულია და კობახიძის შეფასებით, ეს გამოხატავს ოპოზიციის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ. კობახიძემ ოპოზიციას უცხოური აგენტები უწოდა.

"ეს მესიჯი, რომელიც შეიმუშავა რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი ტელევიზიებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიის პრემიერ-მინისტრმა დაიბარა, მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. ანუ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დამოკიდებულებაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. ასე უყურებს საკუთარ ქვეყანას, რომ შენი პრემიერ-მინისტრი შეიძლება გერმანიის პრემიერ-მინისტრმა დაიბაროს და მერე წამმზომი ჩაურთოს და ა.შ. ეს არის უბრალოდ საკუთარი ქვეყნის მიმართ მათი დამოკიდებულების გამოხატულება და ეს არის ერთადერთო რამის დასტური, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" თავისი პოლიტიკური პარტიებით, ტელევიზიებითა და NGO-ებით არის უცხოური აგენტურა. ეს არის მათი დამოკიდებულების გამოხატულება. უცხოური აგენტები არიან და სწორედ ამიტომ ფიქრობენ ასე, რომ შეიძლება ვიღაცამ დაიბაროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თავის დროზე 2008 წელს იბარებდნენ სააკაშვილს და რაღაცებს ავალებდნენ. ასეთი რაღაცები ხდებოდა მაშინ, მაგრამ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს",- განაცხადა კობახიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის